ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია: ჩატაევის საქმის დასრულების შემდეგ, მთავარი პრიორიტეტი საზღვრის დაცვა იქნება

პარლამენტში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით  კონკრეტულ განცხადებას ვერ გააკეთებს. მისი თქმით, მომხდარი ფაქტის შემდეგ, უწყების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საზღვრის დაცვა რჩება.

“აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და ვცდილობთ, რომ კონკრეტულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღოთ.  რა თქმა უნდა, რომ ამ გამოძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა შემდგომი პრიორიტეტბი განვსაზღვროთ.  მოგეხსენებათ, რომ საზღვრის დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა,” -განაცხად გახარიამ

შეგახსენებთ,  რომ  თბილისში, 22 ნოემბერს, 20 საათის განმავლობაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.  საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 4 დაიჭრა. ბინაში გამაგრებული ყველა ტერორისტი ლიკვიდირებულია, მათ შორის,  აჰმედ ჩატაევი, რომელიც თავის დროზე ქართულმა მხარემ ციხიდან გაათავისუფლა.

იტვირთბა....