15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე დაჭრეს, ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა .
მეათე კლასის მოსწავლე საავადმყოფოში გულმკერდის არეში მიყენებული 4 ჭრილობით შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მოზარდმა ერთ ლიტრამდე სისხლი დაკარგა, საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციის ჩატარება.
რატომ გაიმეტეს თანატოლებმა მეათე კლასის მოსწავლე და რა გახდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მდებარე ბაღში სისხლიანი გარჩევის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ძველი თბილისის მთაწმინდის რაიონულ პოლიციაში ფაქტის თვითმხილველთა ნაწილი გამოკითხეს. მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. რაიონული პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე ასევე დაბარებული იყვნენ დაჭრილი მოზარდის თანაკლასელები და სკოლელები. მათი ნაწილის გამოიკითხვა გუშინ ვერ მოხერხდა და, სავარაუდოდ, სამართალდამცველები პროცედურას დღეს გააგრძელებენ. პოლიციის შენობაში დაახლოებით 20-მდე პირი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმციით, ეჭვმიტანილი დაკავებული ჯერ არ არის.
რუსთაველის გამზრზე 15 წლის მოზარდი გუშინ დაჭრეს.