ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მსოფლიოში მშვიდობას “ძალისმიერი გზით დაამყარებს”.
“აშშ მსოფლიოში მშვიდობას ძალის გამოყენებით დაამყარებს,” – განაცხადა ტრამპმა. მან დასძინა, რომ სამხედრო ბიუჯეტის შემცირება “დამანგრეველია”. ტრამპმა პირობა დადო, რომ ამ ფაქტს “ბოლო მოეღება”. ორშაბათს, თეთრმა სახლმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რომელშიც რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეას აშშ-ს საფრთხედ დასახელდნენ. ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთის ბირთვული ძალები ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.
“რუსეთის ამბიციების და მზარდი სამხედრო შესაძლებლობების კომბინაცია ევრაზიის საზღვრებზე არასტაბილურობას ქმნის, სადაც რუსეთის მხრიდან კონფლიქტის რისკი იზრდება,” – ნათქვამია დოკუმენტში.
ვაშინგტონის შეფასებით, საფრთხეს ასევე წარმოადგენს რუსეთის მცდელობები, რომ მედიის საშუალებით “დემოკრატიის დამხობას” შეეცადოს. აღსანიშნავია, რომ გამოწვევების მიუხედავად, ვაშინგტონი მზადაა მოსკოვთან და პეკინთან “საერთო ინტერესის სფეროში” ითანამშრომლოს.