ახალი ამბები კულტურა მთავარი

თეატრალური პრემია “დურუჯის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თეატრალური პრემია “დურუჯის” გამარჯვებულები დასახელდნენ. ჯილდო ხუთ ნომინაციაში გაიცა:

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი -დავით დოიაშვილი (ბალიშის კაცუნა)
საუკეთესო სცენოგრაფი – თამარ ოხიკიამი (ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი)
საუკეთესო მსახიობი ქალი – ნატუკა კახიძე (მარჯანიშვილის თეატრი)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – კახა კინწურაშვილი (მუსიკისა და დრამის თეატრი)
საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – თამთა მელაშვილი (გათვლა)
ცერემონია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური, ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 23 ნომინანტი.

„დურუჯი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ცისკარისა“ და „რედიქს ჯგუფის“ ორგანიზებით, უკვე, მე-9 წელია იმართება. 2017 წელს, ჯამში, 18 თეატრის 33 განაცხადი იყო შემოტანილი“.

იტვირთბა....