15 წლის მოზარდს 4 ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული, -ინფორმაციას პაციენტის ექიმი ადასტურებს.
მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში უტარდება, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა.
პირველადი ინფორმაციით, დაპირისპირება მოზარდებს შორის მოხდა.
რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის მოზარდის დაჭრასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და დაწყებულია გამოძიება.