ცნობილმა ჟურნალისტმა დმიტრო გორდონმა ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეკომპანიას, სადაც ოდესის ყოფილ გუბერნატორზე, მიხეილ სააკაშვილზე და შესაძლო ახალ მაიდანზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა სააკაშვილის დაფინანსების თემას.
“რა თქმა უნდა, სააკაშვილს ვიღაც რომ აფინანსებს, ამას სულელიც მიხვდება. რა არის საბოლოო მიზანი? პოროშენკოს და გროისმანის ჩამოგდება? პრემიერ-მინისტრად გახდომა? ჩემთვის ჯერჯერობით მიზანი გაუგებარია” – განაცხადა გორდონმა.