ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდის დაჭრასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის მოზარდის დაჭრასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაჭრილი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს.

პირველადი ინფორმაციით, არასრულწლოვანი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეშია დაჭრილი.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და დაწყებულია გამოძიება.

 

იტვირთბა....