ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოს შესახებ ჩანაწერს გამოეხმაურა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკი კობახიძე, ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოს შესახებ ჩანაწერს ეხმიანება. ამ ჩანაწერში კობახიძე საქართველოს მყარ მხარდაჭერას ხედავს.

“გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ეს გზავნილები არის ძალიან მყარი მხარდაჭერის დასტური. ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი ამერიკელი მეგობრების. რა თქმა უნდა, ამ მყარი, ძალიან ცხადი მხარდაჭერისთვის და ძალიან მკაფიო გზავნილებისთვის”,- აღნიშნა   კობახიძემ.

უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოს შესახებ ჩანაწერზე, 5 მთავარი საკითხი გამოყო.

რაქვიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს სტრატეგია არ არის რუსეთის საპასუხო ნაბიჯები, არამედ ეს არის დიდი ხნის დეკლარირებული პოლიტიკის პასუხად მიღებული გეგმა და სტრატეგია.

შეგახსენებთ, რომ თეთრმა სახლმა ოფიციალურ ვებგვერდზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელსაც ხელს  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აწერს.

დოკუმენტში იმ გლობალური საფრთხეების შესახებ წერია, რომელიც აშშ-ის წინაშეა და მათ შორის ვაშინგტონი რუსეთს და ჩინეთს ასახელებს.

იტვირთბა....