ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში დღევანდელ სხდომაზე თბო და ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების საფასურს განიხილეს.
“სემეკის” გადაწყვეტილებით, 4 თბოელექტროსადგურიდან, 2-ს ელექტრო ენერგიის წარმოების ტარიფი შეუმცირდა, 2-ს კი გაეზარდა. ფასები მოემატა ჰიდროელექტრო სადგურებსაც.
ელექტროენერგიის ტარიფზე გადაწყვეტილებას, წლის ბოლო სხდომაზე, 25 დეკემბერს მიიღებენ.