ახალი ამბები მთავარი სამართალი

რას ყვებიან თვითმხილველები რუსთავში გაჩენილ ხანძარზე

რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც თვითმხილველები ყვებიან,  პირველ სართულზე მცხოვრები 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, კორპუსის მე-4 და მე-5 სართულზე მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და 30 წლის ქალი კი კვამლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ.

მეზობლების ცნობით, კლინიკაში მიიყვანეს კიდევ ერთი ქალი, რომელიც  ხანძრის დროს ფანჯრიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა.

კვამლით ინტოქსიკაციით, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს სამი მცირეწლოვანი ბავშვიც. ექიმების ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ამჟამად ისინი სახლში იმყოფებინ.

როგორც შსს-ში აცხადებენ,  მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20-მდე მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო..

იტვირთბა....