ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და იმერეთის რეგიონში მოქმედი მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი მოლაპარაკებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით მიღებული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მოწმობები დაამზადეს. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც ადასტურებდა, რომ თითქოსდა სასაკლაოს ტერიტორიაზე დაიკლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფიქტიურად გაიცა ასევე ყალბი ვეტერინარული მოწმობები საქონლის შემოწმების თაობაზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე, 341-ე, 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

იტვირთბა....