საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში საკუთარი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების შესახებ საუბრობს. როგორც მან უკრაინული ტელეკომპანია news one-ის ეთერში განაცხადა, მიუხედავად დასავლელი დიპლომატების მკაცრი გაფრთხილებისა, უკრაინის პრეზიდენტი უკვე მოელაპარაკა საქართველოს ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში მისი დაკავება და ექსტრადირება იგეგმება.
მან მომხრეებს პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას გეგმავს.
„როგორც ვხვდები პრეზიდენტმა პოროშენკომ, მიუხედავად დასავლელი დიპლომატების მკაცრი გაფრთხილებისა, ჩემი ქვეყნიდან გაძევების და საქართველოში ექსტრადირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ის მოელაპარაკა საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში ჩემს დაკავებასა და ექსტრადიციას გეგმავენ. საქართვცელოში ცრუ ბრალდებების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებას ეხება, უახლოეს 3-4 დღეში გამოიტანენ განაჩენს.
უკრაინის ისუტიციის სამინისტრო კი, ამზადებს დოკუმენტაციას, რომ ჩემი თავიდან მოშორება არა გენერალური პროკურატურის, არამერდ უისტიციის სამინისტროს მეშვეობით განხორციელდეს. სავარაუდოდ, მე ქვეყანაში აღარ ვიქნები რადგან აქეედან რომელიმე ქართულ ციხეში გადამიყვანენ, მაგრამ ხალხი მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების შეცვლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მაინც უნდა გამოვიდეს,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.