ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში ხანძარს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ორი კაცი და ერთი ქალი.

სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო საპატრულო პოლიციამ და მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.  ხანძრისგან გამოწვეული კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  გამოძიება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....