ვაშინგტონში სარკინიგზო ავარიას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 77 კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
რამდენიმე საათის წინ ვაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებელი ხიდზე მოძრაობის დროს ლიანდაგებიდან გადავიდა და სულ მცირე 1 ვაგონი ხიდიდან გადავარდა. მატარებელი, რომელშიც 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სიეტლიდან პორთლენდში მიემგზავრებოდა,
ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.