ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კიევის სასამართლო სააკაშვილის საქმეზე პროკურატურის საჩივარს 22 დეკემბერს განიხილავს

კიევის სააპელაციო სასამართლო გენერალური პროკურატურის საჩივარს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით 22 დეკემბერს განიხილავს.

ინფორმაციას ამის შესახებ კიევის სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახური ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

სასამართლო სხდომა ადგილობრივი დროით 11:15 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს კიევის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა არ განუსაზღვრა. მოსამართლემ აღკვეთის ყველანაირი ღონისძიებისგან სააკაშვილი გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხა და აღნიშნულ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

17 დეკემბერს, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საპროტესტო აქცია გამართა “ოქტომბრის სასახლესთან”, სადაც სამართალდამცავების მხრიდან გარკვეული პრობლემები შეიქმნა. მოგვიანებით, სააკაშვილმა ამ ფაქტს პროვოკაცია უწოდა.

იტვირთბა....