ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მალე თურქეთი აღმოსავლეთ იერუსალიმში საელჩოს გახსნის

მალე, თურქეთი აღმოსავლეთ იერუსალიმში საელჩოს გახსნის.

Reuters- ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

“ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენს საელჩოს ოფიციალურად გავხსნით”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ერდოღანმა მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტმა მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, იერუსალიმი „პალესტინური სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად“ აღიარონ. მან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბათილი უწოდა.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მხარი დაუჭირა. იერუსალიმი ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების მთავარი საგანია. ისრაელი წმინდა ქალაქს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს, ხოლო პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ.

იტვირთბა....