შსს-ს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ა., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.