ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ირმა ნადირაშვილის მეუღლე, დეკლარაციის მიხედვით, 15 ბიტკოინს ფლობს

პარლამენტის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში დამატებითი მონაცემები შეიყვანა, სადაც აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, ჩუღურეთის ყოფილი გამგებელი დავით დაღელაშვილი 15 ბიტკოინს ფლობს.

როგორც დოკუმენტშია მითითებული, რომ თითო ბიტკოინის ფასი 700 დოლარია, თუმცა, ბოლო პერიოდში ერთი ბიტკოინი 18 900 დოლარი ღირს. შესაბამისად, 15 ბიტკოინის ღირებულება უკვე 283 500 დოლარია. ვირტუალური ფული დაღელაშვილმა 2016 წელს შეიძინა.

ირმა ნადრიაშვილი კი დეკლარაციის მიხედვით, 100 ერთეულ ეთერიუმს (ვირტუალური ფული, რომლის დღევანდელი ღირებულება 800 დოლარამდეა) ფლობს.

ნადირაშვილის გარდა, ბიტკოინის ან სხვა ვირტუალური ფულის შესახებ მონაცემები პარლამენტის სხვა წევრთა დეკლარაციებში არ იძებნება.

წყარო: 1tv.ge

იტვირთბა....