ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო მასტერზე ძიუდოში ოქროს მედალი მოიპოვა

სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე მსოფლიო მასტერსი ძიუდოში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილის ტრიუმფით დასრულდა.

ქართველმა ძიუდოისტმა, რამდენიმე წუთის წინ, ფინალურ შეხვედრაში, სამხრეთ კორეელი დონგვან გვაკი შესანიშნავ სტილში დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბექას გამარჯვებისთვის მხოლოდ ორი წუთი დასჭირდა. მან მეტოქეს ჯერ ორი ვაზარი აუღო, შემდეგ კი შებოჭვაზე დაიჭირა.

მიმდინარე ტურნირზე, ეს საქართველოს მესამე მედალია, ვაჟა მარგველაშვილის ბრინჯაოსა და ლაშა შავდათუაშვილის ვერცხლს, ღვიანიაშვილის ოქროც დაემატა.

დღეს კიდევ ორი ქართველი იჭიდავებს ფინალში. რამდენიმე წუთში, 100 კილოგრამში, ვარლამ ლიპარტელიანი, ჰოლანდიელ მიხაელ კორელს შეხვდება, ოდნავ მოგვიანებით კი, მძიმე წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი შეეცდება, ბრაზლიელი დავიდ მოურას დამარცხებას.

იტვირთბა....