ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კიევის პოლიციამ “ოქტომბრის სასახლის” აღების მცდელობაზე საქმე აღძრა

პოლიციამ კიევში ოქტომბრის სასახლის შენობის შტურმის აღების მცდელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით დღეს კიევში მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. მისი მომხრეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ოქტომბრის სასახლეში, რასაც შეტაკება მოჰყვა. რამდენჯერმე გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი. მოგვიანებით, სააკაშვილმა მოუწოდა მომხრეებს დამოუკიდებლობის მოედანზე გადაინაცვლონ და პოლიციის წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ. ამჟამად, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებთან ერთად მაიდნისკენ მიემართება.

იტვირთბა....