ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელი: იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება

გაერო-ში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელმა დენი დანონმა განაცხადა, რომ მრავალი კენჭისყრისა თუ დისკუსიების შედეგების მიუხედავად, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება.

დიპლომატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ იერუსალიმის სტატუსის გარშემო შექმნილ სიტუაციას განიხილავს. გავრცელდა რეზოლუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქის ამჟამინდელი სტატუსის ცვლილება უკანონოდ ცხადდება.

„არანაირი კენჭისყრა არ შეცვლის აშკარა რეალობას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი იყო და ყოველთვის დარჩება. ისტორიული სამართლიანობისთვის ბრძოლას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვაგრძობთ“, – განაცხადა დანი დანონმა.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის ბრძანება გასცა.

ისრაელი იერუსალიმს საკუთარ განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს, პალესტინელები კი ცდილობენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი საკუთარი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად აქციონ.

იტვირთბა....