ცნობილმა გამოცემა National Geographic-მა 21 ქალაქი დაასახელა, რომლის ნახვასაც 2018 წელს მკითხველს ურჩევს.
გამოცემის Best Trips 2018-ის ჩამონათვალში თბილისი ისეთი ქალაქების გვერდით იკავებს ადგილს, როგორიცაა სიდნეი, ვენა, დუბლინი, მადაგასკარი, სან ანტონიო, კლივლენდი და სანტიაგო.
„რატომ წავიდეთ ახლა: გამოსცადე ძველი თბილისის ნამდვილი შარმი. ტრადიციული ქართული გამოცდილება – 24 საათიანი გოგირდის აბანოები, ხინკალი (მოხარშული ხორცი) და ადგილობრივი მოსახლეობის ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა. სპარსეთის, არაბული, ბიზანტიური, ოსმალეთის, რუსული და საბჭოთა ოკუპაცია გავლენას ახდენს თბილისის არქიტექტურაზე”, – ნათქვამია National Geographic-ის სტატიაში.