აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს საემიგრაციო პოლიტიკის დარეგულირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და საემიგრაციო ლატარეის მოგების გზით ამერიკაში მოხვედრილ ხალხს „ცუდიდან ყველაზე ცუდი“ უწოდა. ამის თაობაზე ამერიკის პრეზიდენტმა ვირჯინიაში ნაციონალური აკადემიის წევრებეთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„არის ლატარეა, თქვენ ირჩევთ ადამიანებს. მაგრამ თვლით, რომ ისინი საუკეთესოები არიან? ეს რა სისტემაა, ეს ხალხი ჩვენთან ლატარეის წყალობით ჩამოდის“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდნეტმა თავის გამოსვლაში ასევე ნიუ-იორკის ტერაქტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ორივე ტერორისტი აშშ-ში სწორედ ლატარეის წყალობით მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მწვანე ბარათის (Green Card) გაუქმების აუცილებლობის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.