ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში შემოწმებული ხორცის ნიმუშებში ტყვიის შემცველობაზე ნორმაზე დაბალია

თბილისის სხვადასხვა უბანში, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა”  ხალხმრავალ ადგილებში ხორცის 10 ნიმუში აიღო და ლაბორატორიაში შესამოწმებლად ჩააბარა.

პასუხების მიხედვით, შემოწმებულ ნიმუშებში გამოვლენილი ტყვიის ოდენობა დასაშვებ ნორმაზე – 0,1 მგ/კგ ნაკლებია.

“ამ კამპანიით მოქალაქეებს ვთხოვეთ მხარში ამოგვდგომოდნენ და შემოწირულობები გაეღოთ ხორცის შესამოწმებლად. ამ გზით ერთი თვის განმავლობაში 273.69 ლარი შეგროვდა, რომელიც ლაბორატორიაში გადაირიცხა. ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ანალიზების სრულად დასაფინანსებლად და დარჩენილი ნაწილის გადახდა დონორი ორგანიზაციის გრანტის მეშვეობით მოხდა.  კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, ვინც ჩვენდამი ნდობა და მხარდაჭერა გამოავლინა.”- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....