ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თელავში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი თბილისის გზატკეცილის შვიდ ნომერში ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, 40-წლამდე მამაკაცი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

იტვირთბა....