ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ნაციონალური მოძრაობა” მმართველი გუნდის და თბილისის მერიის დაჯარიმებას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნებისა” და თბილისის მერიის დაჯარიმებას ითხოვს. საქმე ეხება, თავისუფლების მოედნის ნაძვის ხესთან განთავსებულ წარწერას. როგორც ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, პარტიული სლოგანებით ახალი წლის მოლოცვა თბილისელების შეურაცხყოფაა.

„ქართულმა ოცნებამ“ და კალაძემ უნდა იცოდნენ, რომ ახალი წელი პარტიული ღონოსძიება არ არის, მათ საარჩევნო სლოგანები შეუძლია დაიტანონ პლაკატებზე და ბანერებზე. ჩრდილოეთ კორეაში არ ვცხოვრობთ, რომ ყველას ერთნაირი ვარცხნილობა და ჩაცმულობა გვქონდეს და პარტიული სლოგანებით გვილოცავდნენ ახალ წელს.

ამიტომ ჩვენ დღეს მივმართავთ აუდიტის სამსახურს დაჯარიმდეს დედაქალაქის მერია და „ქართული ოცნება.“ ორშაბათს მზად გვექნება სარჩელი, რომლითაც სასამართლოში მოვითხოვთ პარტიული სლოგანის აღებას” – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....