ახალი ამბები მთავარი სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, მაგთის ოფისიდან 14 წლის მოზარდებმა მობილურები მოიპარეს

თბილისში, ჭავჭავაძის და კეკელიძის ქუჩის კვეთაზე მდებარე მაგთის ოფისიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს.  გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მობილურები 14 წლის მოზარდებმა მოიპარეს.

“მეტრონომს” შსს-ში ქურდობის ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ არიან თუ არა ბრალდებული პირები არასრულწლოვნები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

იტვირთბა....