ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ადვოკატი: პოროშენკოსგან არაფერს გამოვრიცხავთ, სააკაშვილი შესაძლოა, საქართველოში გამოამგზავრონ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი ბექა ბასილაია, „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ არსებობს ვარაუდი და საფუძვლანი ეჭვით, რომ  სუს-ის ხელმძღვანელი ვახტან გომელაური ბელარუსიაში, სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მისი თქმით, ამ ეჭვს კიდევ უფრო ის მოვლენები ამძაფრებს, რაც მესამე პრეზიდენტის ირგვლივ დაწყებული საქმეების გარშემო ხდება. ბასილაია ამბობს, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით,  პროკურორმა განაცხადა, რომ ახალწლამდე სასამართლო პროცესი დასრულდება. ადვოკატი  ვარაუდობს, რომ ქართული მხარე, სწორედაც, რომ ამ საქმის დასრულებას და გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას ელის.

„საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით, ძალიან დიდ ფაცი-ფუცშია.  გირგვლიანის საქმის განხილვა ორი წელია მიდის და პროკურორი ახლა გამოდის და წინასწარ პროგნოზს აკეთებს, რომ ეს საქმე ახალწლამდე დასრულდება და მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.

ადვოკატების აცილება, მოხდა, რადგანაც უსამრთლო სასამართლოსთან გვაქვს საქმე, ამის შემდეგ, სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა, რომელმაც დასკვნითი სიტვისთვის ერთი თვე მოითხოვა, მოსამართლემ  კი მხოლოდ  ერთი კვირა მისცა. როგორ შეიძლება, 10 ტომ მასალას ერთ კვირაში გაეცნოს ადვოკატი და დასკვნითი სიტყვა მოამზადოს, ეს ხომ სრული აბსურდია. მიდის რაღაცისთვის კონკრეტული მზადება, ფაქტია, რომ მათ სააკაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უნდათ, რომ ჰქონდეთ.

ობიექტურად, ამ საქმეზე განაჩენის დადგომა არფერს ცვლის, რადგანაც უკრაინამ საქართველოს უარი ერთხელ უკვე უთხრა და ამის მიზეზად პოლიტიკური მოტივი დაასახელა, თუმცა ახლა არავინ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ. იგივე ლუცენკომ, რომელმაც სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა, ახლა მის წინააღმდეგ  სისხლის  სამართლის  საქმეები აღძრა. ამიტომაც საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებების თანამშრომლობა გამორიცხული არ არის. პოროშენკო რას  მოიმოქმედებს, ამის წინასწარ პროგნოზირება ძაალიან რთულია“,-ამბობს ბასილაია „მეტრონომთან“.

ბასილაია უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის  საქართველოსთვის გადმოცემას ექსტრადიციის გარეშეც არ გამორიცხავს. მისი თქმით, საქართველოს  მოქალაქეები პოროშენკოს ბრძანებით, რომლებსაც ქვეყანაში ბინადრობის უფლება ჰქონდათ,  საქართველოში გამოაძევეს. ამიტომ ადვოკატი უკრაინის პრეზიდენტისგან მსგავს ქმედებასა არ გამორიცხავს. ბასიალაია ამბობს, რომ ექსტრადიციის პროცედურები მართალია დროში გაწერილია, თუმცა უკრაინა რა უკანონობაზე წავა, ამაზე საუბარი რთულია.

იტვირთბა....