ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიდუბეში ახალგაზრდა ქალს ავტომანქანა დაეჯახა

დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქვეითი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა.

პირველი არხის ცნობით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.  მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებული თავის ტრავმით ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

იტვირთბა....