“ისლამური სახელმწიფო” აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის იერუსალიმის დედაქალაქად აღიარება დიდი შეცდომა იყო და ამის გამო აშშ პასუხს აგებს. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. ”ისლამური სახელმწიფო” ტერორისტული თავდასხმებით სადღესასწაულო ღონისძიებებზე იმუქრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური უწყებების მხრიდან განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა, დასავლურ მედიაში აქცენტი კეთდება, რომ წელს აშშ და ევროპის მსხვილი ქალაქები, სადღესასწაულო ღონისძიებებს განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით ჩაატარებენ.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.