ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნარმანია დარწმუნებულია, რომ პარლამენტი სემეკის წევრის თანამდებობაზე მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ პარლამენტი სემეკის წევრის თანამდებობაზე მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ნარმანიამ დაადასტურა, რომ გუშინ მთავრობის თანხმობის მოსაპოვებლად მისი წარდგენა ნამდვიდალ მოხდა.

“ვადასტურებ, რომ გუშინ მოხდა ჩემი წარდგენა მთავრობის თანხმობის მოსაპოვებლად. შემდეგი პროცედურა არის საქართველოს პარლამენტის. ველოდებით პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

იტვირთბა....