ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ონლაინ-თამაშები, რომელსაც ხშირად სიკვდილამდე მიჰყავს ადამიანი: რას აპირებს სახელმწიფო

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „360 გრადუსში“არსებობს ონლაინ-თამაშებზე და მის ირგვლის არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, სადაცაა ძალადობა და სიძულვილი არსებობს, ხშირია ადამიანის სიკვდილამდე მიყვანის ფაქტები, რის გამოც კოდიფიცირებული უნდა იყოს ხიფათის შემცველი ინფორმაციები.
ხუნდაძის თქმით, სახელმწიფო კონტროლის დამყარებას არ აპირებს ინტერნეტზე, მისი თქმით, საფრთხის შემცველი ინფორმაცია კოდიფიცირებული უნდა იყოს.
„არსებობს ქსელური ტიპის ონლაინ თამაშები, სადაცაა ძალადობა, სიძულვილი და ხშირად სიკვდილამდე მიჰყავს ადამიანი ასეთი ტიპის თამაშებს. მედიასივრცეშიც გაჟღერდა ასეთი ტიპის ქმედებები, თითქოს ეს იყო მიზეზი. ეს დადასტურებული არაა. პრევენცია უნდა ჩავატაროთ. აქ მხოლოდ საკანონმდებლო პასუხისმგებლობა არაა, ოჯახს თავისი ფუნქცია აკისრია, ასევე სკოლას, მშობელს, რომელსაც ძირითადი მაკონტროლებელი როლი უნდა დავაკისროთ. სახელმწიფო არ აპირებს ცენზურის დაწესებას და კონტროლის დამყარებას ინტერნეტ სივრცეზე. ჩვენ ვსაუბრობთ არასრულწლოვნებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე, რა თქმა უნდა კოდიფიცირებული უნდა იყოს.
მისი თქმით, უნდა არსებობდეს გაიდლაინები, რომელიც ფილტრაციის როლს შეასრულებს და პროვაიდერებს უნდა ჰქონდეთ ვალდებულება, ამ ტიპის ფილტრები დააყენონ.

იტვირთბა....