ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მიერ სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით.
“შემიძლია ვივარაუდო, რომ ნარმანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გარკვეული შეთანხმება მოხდა. მე ასეთი ტიპის შეთანხმებას უფრო პოზიტიურად შევხედავდი, ვიდრე ნეგატიურად, რომ არ იყოს ის რამდენიმე წელი, რომელიც უაზრო კინკლაობაში დაიკარგა. რაც შეეხება ნარმანიას კანდიტატურას, ის იყო დიდი გაუგებრობა, როგორც მერი, ხოლო, როგორც სემეკ-ის თანამშრომელი, ის შეიძლება შესაფერისი იყოს, რადგან საკმაოდ კვალიფიციური ეკონომისტია”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა.