“კურიერის” ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, ბელარუსში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, მოსალაპარაკებლად იმყოფება. თუმცა, ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. “კურიერს” ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა.
ოფიციალური ცნობით, გომელაური ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ესწრება:
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვახტანგ გომელაური ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ესწრება.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას „საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“.
მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს გაფორმებული აქვს ნატო-ს და ევროკავშირის წევრ ოცამდე ქვეყანასთან და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.”-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებიც, “კურიერის” ინფორმაციას “შეთქმულების თეორიას უწოდებენ” და მას სერიოზულად არ განიხილავენ.