ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

კრედიტები ძვირდება, მსესხებლები გამოუვალ სიტუაციაში ჩაცვივდებიან – „რეზონანსი”

უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოსახლეობა ჭარბვალიანობის პრობლემას ვეღარ გაუმკლავდება.

როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, წლიურმა საპროცენტო განაკვეთებმა ისევ ზრდა დაიწყო. შესაბამისად, ძალიან მალე მსესხებლები გამოუვალ სიტუაციაში ჩაცვივდებიან და საბოლოოდ ეს პროცესი მოსახლეობის გადახდისუუნარობით დასრულდება.

2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში 21,4%-ს აღწევს. ფიზიკური პირების შემთხვევაში, ლარში საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მაღალია – 26,2% და სექტემბერთან შედარებით 0,4%-ით არის გაზრდილი. ესაა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 6 თვის განმავლობაში. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მოსალოდნელია მსესხებელი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება, რამდენადაც მათ კრედიტის დაფარვა კიდევ უფრო გაუჭირდებათ. შესაბამისად, ჭარბვალიანობის მაჩვენებელი მოიმატებს და ეს პროცესი დაწყებულია კიდეც.

წყარო: გაზეთი „რეზონანსი”

იტვირთბა....