ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

“ნაციონალური მოძრაობა”  ხელმოწერების შეგროვებას იწყებს მოთხოვნით-შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა.  აქცია თბილისიდან დაიწყო და საქართველოს ქალაქებშიც გაგრძელდება. პარტიაში აცხადებენ, რომ ის პროცესები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარეობს, სამართალთან კავშირი არ აქვს და ეს ყველაფერი საქართველოს დემოკრატიას უქმნის საფრთხეს. მათი განცხადებით, სააკაშვილის წინააღმდეგ ბიძანა ივანიშვილს პირადი ანგარიშსწორება აქვს და ეს სამართლიანობის აღდდგენასთან არანაირ კავშირში არ არის.

“იმ პროცესებს, რომლებსაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოსთან და სამართალთან. ამ პროცესების მთავარი მიზანია ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების პირადი ანგარიშსწორებაა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამ პროცესებს ჩვენ შევყავართ ჩიხში. ეს ანგრევს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტებს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს. პროკურატურას გასაჩივრებისთვის 5 დღე აქვს.

უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარა.

იტვირთბა....