ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სამგორის რაიონში,12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს;
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მცხოვრებლებს;
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ფერმწერთა დასახლების, ნუცუბიძის IV დაV მიკრორაიონების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ავთო ვარაზის და ნინო ზაალიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წალკის, დეკაბრისტების, ბოლნისის, ვეზიროვის, გრიშაშვილის, ლორთქიფანიძის ნადიკვარის, საბანაძის, ბექა ოპიზარის, თელეთის, ქუმსიაშვილის, იაკობ ცურტაველის და ბერძნის ქუჩების მცხოვრებლებს;
ვაკის რაიონში, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.