ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საია: აუდიტის სამსახურმა და პროკურატურამ ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ კორუფციას

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პროკურატურის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს პოლიტიკური კორუფციის კუთხით მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირების საკითხს, – აღნიშნული რეკომენდაციით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მიმართავს. “გამჭვირვალობის” კვლევა პარტიული შემოწირულობების საკითხს ეხება.

ორგანიზაციას აუდიტის სამსახურის მიმართ კიდევ ერთი რეკომენდაცია აქვს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა მოაწესრიგოს შემომწირველთა შესახებ მონაცემთა ბაზა და გამოასწოროს არსებული ხარვეზები.

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პროკურატურის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს პოლიტიკური კორუფციის კუთხით მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირების საკითხს;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა მოაწესრიგოს შემომწირველთა შესახებ მონაცემთა ბაზა და გამოასწოროს არსებული ხარვეზები – მაგალითად, დამოუკიდებელი კანდიდატების შემოწირულებებზე ინფორმაცია კვლავ არ არის დამატებული”, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევაში კიდევ რამდენიმე გარემოებაზეა საუბარი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან ამა თუ იმ ფორმით ღიად დაკავშირებულმა 12-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა „ქართულ ოცნებას“ 2017 წელს 565 000 ლარი შესწირა, 2016-17 წლებში კი ამ თანხამ ერთ მილიონ ლარს გადააჭარბა.

კვლევაში ასევე საუბარია იმაზე, რომ იმ 30-მა პირმა, რომელმაც 2012 წელს ენმ-ს შესწირა თანხა, 2017-ში იგივე “ოცნების” სასარგებლოდ გააკეთა. კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულება თხუთმეტჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული „ევროპული საქართველოს“ შემოწირულებას და ათჯერ მეტია ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულებებზე. კვლევაში ასევე აღნიშნულია, ამავე კვლევის თანახმად, 68 შემომწირველი იურიდიული პირიდან 61 “ქართული ოცნების” შემომწირველია, რომლებმაც მთლიანობაში მმართველ პარტიას 4 285 543 ლარი შესწირეს.

იტვირთბა....