ვალერი გელაშვილის საქმის შესახებ პროკურორმა აღნიშნა,რომ თუკი სააკაშვილი ამ საქმის ადვოკატებსაც აიცილებს, ეს პროცესის გაჭიანურებას ვერ გამოიწვევს.
პროკურორის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, გირგვლიანის საქმის მსგავსად, სააკაშვილს სახაზინო ადვოკატები დაენიშნება.
„გელაშვილის საქმეზე სააკაშვილს ადვოკატებზე უარი არ უთქვამს, თუ დაფიქსირდება ასეთი პოზიცია, მას დაენიშნება სახაზინო ადვოკატები და პროცესი არ გაჭიანურდება”, – ამბობს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.
ვალერი გელაშვილის საქმეზე პროკურატურა სააკაშვილს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
შეგახსეებთ რომ, დღეს მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მის მიერ დანიშნული ადვოკატები აიცილა. პროცესის მიმდინარეობის პარალელურად სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს.