ახალი ამბები

“თუ დამისაბუთებენ რატომ ჩატარდა ტენდერები ამ ფორმით, ბოდიშს კი არ მოვუხდი, მუხლებზე დავუდგები”: გაჩეჩილაძე პრემიერს პასუხობს

მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ თუ პრემიერი დაასაბუთებს ტენდერები ამ ფორმით რატომ ჩატარდა, მაშინ ბოდიშს კი არ მოიხდის, მუხლებზე დადგება. გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ის არავის  უპირისპირდება.

“თუ დამისაბუთებენ რატომ ჩატარდა ტენდერები ამ ფორმით, ბოდიშს კი არ მოვუხდი,  მუხლებზე დავუდგები. გამოვიდეს ნოდარ ხადური და ამიხსნას თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 21-მილიონიანი ტენდერი უკონკურენტოდ რატომ ჩატარდა. ეს თუ ამიხსნეს მოვუხდი ბოდიშს”, – ასე ეხმიანება გია გაჩეჩილაძე (უცნობი) პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.

მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.

 

იტვირთბა....