ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სექტორულ ეკონომიკურ სანქციებს კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters უცნობ ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს არის შეზღუდვები, რომლებიც 2014 წლის 31 ივლისს, აღმოსავლეთ უკრაინაში ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით დააწესეს. წყაროს ცნობით, სანქციები თავდაცვის, ენერგეტიკისა და ფინანსური სექტორის საწარმოებს შეეხება. კერძოდ, სანქციები დაუწესდებათ „სბერბანკს“, „ვითიბის“, ასევე მსხვილ ნავთობისა და გაზის კომპანიებს („როსნეფტი“, „გაზპრომი“ „ნეფტი“, „ტრანსნეფტი“). ბოლოს აღნიშნული სანქციები 28 ივლისს გახანგრძლივდა, მათი მოქმედების ვადა 2018 წლის 31 იანვარს იწურება.
დარგობრივი სანქციების გარდა, ევროკავშირმა პერსონალური და ცალკეული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყირიმთან დაკავშირებით დააწესა. სექტემბერში პერსონალური სანქციები მომავალი წლის მარტის შუა რიცხვებამდე გახანგრძლივდა. ეკონომიკასთან დაკავშირებული შეზღუდვები მინიმუმ 2018 წლის ივნისის ბოლომდე იმოქმედებს.