ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხორკიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ელჩებად დანიშნა. პრეზიდენტმა ხორკიშვილსა და დოლიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურები დღეს წარადგინა.
ელგუჯა ხოკრიშვილი 2014-2015 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი, ეკავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შემდეგ კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა. ამჟამად ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მუშაობს.
ვიქტორ დოლიძე: საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი (21-10-2012 – 18-11-2016). 2010 – 2012 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი იყო. 2005 – 2009 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში, მუდმივი წარმომადგენლის, ელჩის თანამდებობა ეკავა. 2004 – 2005 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, დეპარტამენტის დირექტორი. 1996 – 2004 წლებში კი – საგარეო საქმეთა სამინისტროში, ატაშე, მეორე მდივანი, სამმართველოს უფროსი, მრჩეველი.