ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

რა შემოსავლის მქონეს მოუწევს ავტომობილზე ქონების გადასახადის ხდა

40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სწორედ 2018 წლიდან მოუწევთ, -ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს:

„2017 წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლარირება 2018 წლის პირველ ნოემბრამდე მოხდება. შესაბამისად, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სწორედ 2018 წლიდან მოუწევთ,“ – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არაუმეტეს 0.05% და არა არანაკლებ 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.

იტვირთბა....