ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტომანქანები ტექდათვალიერება 7 კრიტერიუმით: რა პრინციპით და რა ფასად ჩატარდება ტექდათვალიერება

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა ტექდათვალიერებაზე საუბრისას “კვირის” პრესკლუბში, განაცხადა, რომ ფიზიკური პირისთვის ტექდათვალიერების საფასური 60 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 100 ლარი იქნება.
მან ისაუბრა იმ კრიტერიუმებზეც, რომლითაც ავტომანქანების ტექდათვალიერება 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა მოხდეს.
“საუბარია 7 კრიტერიუმზე, მათ შორისაა გამონაბოლქვი და მისი ერთ-ერთი პარამეტრი CO. ზოგადად, საწვავის ხარისხზე მუშაობაა საჭირო, რაც მოსახლეობასაც აწუხებს. ასევე, უნდა გაუმჯობესდეს დიზელის ხარისხიც. ტექდათვალიერების ცენტრში მანქანის შემოწმება ყველაფერზე ერთად ვერ მოხდება, ჩვენ ევრო-რეგულაციას მივყვებით”. – განაცხადა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, ბევრ რამეში შეღავათებია გაწეული, თუნდაც, გამონაბოლქვის მხრივ, ავტომობილს შეიძლება კატალიზატორი არ ჰქონდეს, მაგრამ შიდა წვის სისტემა მოგვარებული იყოს, 0,8 % გამონაბოლქვის დასაშვები ნორმაა.

იტვირთბა....