დაინტერესდით ბიტკოინით მას შემდეგ, რაც მისმა ღირებულებამ $15,000-ს გადააჭარბა? არც არის გასაკვირი – 1 ბიტკონის ფასი გასულ თვეში $8000-ით გაიზარდა.
საინტერესოა, რომ ბაზარზე არსებული ბიტკოინების 40% დაახლოებით 1000 ადამიანის ხელში არის მოქცეული. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg Businessweek აქვეყნებს.
AQR Capital Management-ის რისკ-მენეჯერის, აარონ ბრაუნის მიხედვით, სწორედ აღნიშნულმა 1000-მა ადამიანმა განაპირობა ბიტკოინის ფასის ცვლილება. შესაბამისად, ციფრული ვალუტით დაინტერესებულმა ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ ბიტკონის არსებობას არა რაიმე აქტივი, არამედ ადამიანები განაპირობებენ.
ერი ბრაუნი ბიტკოინის მსხვილ მფლობელებს ვეშაპებს უწოდებს – ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც კრიპტოსამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ.
„ბიტკოინის მსხვილ მფლობელებს ფასით მანიპულირების შესაძლებლობა აქვთ,“ მიიჩნევს BlockTower-ის თანადამფუძნებელი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ყოფილი პორტფოლიო მენეჯერი, ერი პოლი
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საკითხი – ბიტკოინის დამფუძნებლად სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილი ადამიანი (ან ადამიანთა ჯგუფი) არის მიჩნეული. სატოში ნაკამოტოს ანგარიშზე ამ ეტაპზე $15.2 მილიარდის ღირებულები 980,000 ბიტკონი ფიქსირდება. ეს კი მიმოცვლაში არსებული ბიტკოინების 5%-ს შეადგენს.
თუმცა, ბიტკოინთან დაკავშირებით საიმედო განცხადებას აკეთებს ბიტკოინ-თრეიდერი სებასტიან კინსმენი. “მჯერა, რომ ბიტკოინისა და ბიტკოინ ქეშის მფლობელი “ვეშაპების” ინტერესებში აღნიშნული კრიპტოვალუტების წარუმატებლობა არ შედის,“ განაცხადა კინსმენმა.
commersant.ge
Bloomberg-ზე დაყრდნობით