ახალი ამბები მთავარი სამართალი

გოგონა, რომელიც ზღვაში თვითმკვლელობას ცდილობდა, მაშველებმა გადაარჩინეს

ბათუმის ბულვარის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვიდან 21 წლის გოგონა გამოიყვანეს, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმკვლელობას ცდილობდა.  გოგონა დაცვის სამსახურმა 12 საათზე იმ დროს შენიშნეს, როცა ის უკვე ზღვაში იყო შესული და იხრჩობოდა. მათივე ინფორმაციით, გოგონას პირველადი სამედიცინო დახმარება სანაპიროზე გაუწიეს, შემდეგ კი, ბათუმის ჰოსპიტალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“სამმართველოს თანამშრომლებმა სანაპიროზე, კერძოდ, კი „პიერ ბათუმის“ ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევისგან იხსნეს 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ზღვაში შევიდა. (სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას) დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ზღვაში შეცურეს და მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს”,- ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის დაცვის პოლიციის თანამშრომლებს: ინსპექტორ ნიკო ანანიძეს და უმცროს ინსპექტორ გიორგი მახარაძეს გამოჩენილი მამაცობის, აგრეთვე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებით სანიმუშო შესრულებისათვის.

იტვირთბა....