გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში გაზის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ- ერთ საცხოვრებელ სახლში გაზმა გაჟონა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 187 -ე მუხლით მიმდინარეობს.