ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“როდესაც ურჩხულს ებრძვი, შენ თვითონაც მას შეიძლება დაემსგავსო”

ამ ფოტოზე ჩემთვის წამიერადაა გაყინული მთელი არსი, მთელი ის თავგანწირვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას ლეიტმოტივივით თან გასდევს აღმასვლებისა თუ დაღმასვლებისას, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა წერს და მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს:

“სადღაც მაქვს წაკითხული ან გაგონილი, რომ როდესაც ურჩხულს ებრძვი, შენ თვითონაც მას შეიძლება დაემსგავსოო.
ურჩხულის არ ვიცი, მაგრამ ამ ფოტოზე ჩემთვის წამიერადაა გაყინული მთელი არსი, მთელი ის თავგანწირვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას ლეიტმოტივივით თან გასდევს აღმასვლებისა თუ დაღმასვლებისას.
ჩემთვის სააკაშვილი სწორედ ასეთია – წარმოუდგენლად რთულ ამოცანებს შეჭიდებული, თმააწეწილი, დაუღლელი, მოჩქარე, წინ გაჭრილი და რაღაც მთავარში ძალიან მართალი.
P.S. გავა დრო და ამას ისინიც მიხვდებიან, ვისაც იგი დღეს ტყუილი თუ მართალი მიზეზის გამო ძალიან არ მოწონს.”-წერს რურუა.

ამ წუთებში, კიევში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

LIVE: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

იტვირთბა....