ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი იქნება საახალწლოდ განათებული თბილისი (ფოტოები)

შპს “თბილსერვის ჯგუფი” საახალწლო განათებების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე ახალი სანათების მონტაჟი ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს.
აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორ ლევან ჯღარკავასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
“თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის მასშტაბით, როგორც საახალწლო განათებების, ასევე საახალწლო დეკორაციების აწყობა-მონტაჟს ახორციელებს.
დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო სანათების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

 

იტვირთბა....