ახალგაზრდა ქალი, თბილისში მე-9 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მოხდა. 30 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ გამომძიებლები და ექსპერტ კრიმინალისტები. თუმცა, გარდაცვლილის მაღალი სართულიდან გადმოვარდნის მიზეზი უცნობია, ვერსიები ამ დროისთვის არ სახელდება.